Friday, March 25, 2016

პირველი დღე


       ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს, რომლის მიზანია პროექტების სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.პროექტებზე მუშაობა საინტერესო თემატიკაა, მინდა დავეუფლო საფუძვლიანად.გავეცანი ინტერნეტ სახელმძღვანელოს,სადაც უამრავი რესურსი და მასალაა თავმოყრილი.გავეცანი პროექტის შაბლონს.განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

Saturday, March 19, 2016

ინტელის სასწავლო კურსი

პირველი დღე 19 მარტიდან დავიწყე ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსის შესასწავლად,რომლის მიზანია პროექტებით სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.ტრენინგი ძალიან საინტერესოდ დაიწყო,მინდა საფუძვლიანად დავეუფლო და დავნერგო სასწავლო პროცესში. გავეცანი ინტერნეტ სახელმძღვანელოს,სადაც უამრავი რესურსი და მასალაა თავმოყრილი,გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონს,შევქმენი ჩემი ბლოგი და გავაკეთე რეფლექსია.

Tuesday, July 23, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა


1.პროექტის სახელწოდება.  ,,კამათლებით თამაში"

2.პროექტის მთავარი თემა:მოსწავლეებმა მათემატიკური გამოთვლები გამოიყენონ პრაქტიკაში.ციფრებით და გამოთვლებით შეადგინონ  .მონაცემების ცხრილი,დიაგრამები.ისწავლონ კვლევა.კვლევის პროცესში ისტ-ის გამოყენება

3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები  ახდენენ ინფორმაციის მოძიებას,დამუშავებას.კვლევის დაგეგმვას და მის  ჩატარებას.იძენენ უნარ -ჩვევებს შეადგინონ მონაცემთა ცხრილი.ააგონ დიაგრამა.სწავლობენ მათ აგებას კომპიუტერში.რაც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

4,პროექტის მიზანია:განუვითარდეთ მოსწავლეებს  კვლევა-ძიების უნარი/დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას  და .ინფორმაციის დახარისხებას.გამოსახავენ ცხრილების და დიაგრამების სახით,

5,მოსწავლეთა ასაკი:12-13 წელი.VI  კლასი,

6,ვადები/ხანგრძლივობა;4-5 დღე,

7,მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები.რაც შეიძლება შეიქმნას;;მოსწავლეები დაეუფლებიან მარტივ გამოთვლით ტექნიკას და მის გამოყენებას პრაქტიკაში,ისწავლონ მონაცემების ცხრილებისა და დიაგრამების გამოსახვა კომპიუტერის გამოყენებით,გაუზიარონ შთაბეჭდილება თანატოლებს,ჯგუფებში მუშაობით სწავლობენ ურთიერთპატივისცემას და ურთიერთთანამშრომლობას,

8,პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;საწერი ფურცლები.კალამი.კომპიუტერი.


9.პროექტის მსვლელობა{ძირითადი აქტივობები}:მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მიზანს.დავყოთ ჯგუფებად თითეულ ჯგუფს მიეცემა  2 სათამაშო კამათელი.რომელიც უნდა გააგორონ 50-ჯერ და ადგენენ კამათლებზე მოსული რიცხვების ჯამების დიაგრამას შემდეგნაირად:ყოველი გაგორების შემდეგ  კრიბავენ კამათლებზე მოსულ რიცხვებს და დიაგრამაზე ამ ჯამის შესაბამის რიცხვის გასწვრივ დაამატებენ კვადრატს,{ნიმუშის მიხედვით},მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას და უზიარებენ თავის შედეგებს თანატოლებს,

10,საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მათემატიკა.ისტ.ეროვნული სასწავლო გეგმა,

11,პროექტის ხელმძღვანელი:  მაია მელიქიშვილი
:

12,ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:maiameliqishvilI1967@gmail.com

13,პროექტის ვებ-გვერდ: იmaiameliqishvili,blogspot.com