Tuesday, July 23, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა


1.პროექტის სახელწოდება.  ,,კამათლებით თამაში"

2.პროექტის მთავარი თემა:მოსწავლეებმა მათემატიკური გამოთვლები გამოიყენონ პრაქტიკაში.ციფრებით და გამოთვლებით შეადგინონ  .მონაცემების ცხრილი,დიაგრამები.ისწავლონ კვლევა.კვლევის პროცესში ისტ-ის გამოყენება

3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები  ახდენენ ინფორმაციის მოძიებას,დამუშავებას.კვლევის დაგეგმვას და მის  ჩატარებას.იძენენ უნარ -ჩვევებს შეადგინონ მონაცემთა ცხრილი.ააგონ დიაგრამა.სწავლობენ მათ აგებას კომპიუტერში.რაც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

4,პროექტის მიზანია:განუვითარდეთ მოსწავლეებს  კვლევა-ძიების უნარი/დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას  და .ინფორმაციის დახარისხებას.გამოსახავენ ცხრილების და დიაგრამების სახით,

5,მოსწავლეთა ასაკი:12-13 წელი.VI  კლასი,

6,ვადები/ხანგრძლივობა;4-5 დღე,

7,მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები.რაც შეიძლება შეიქმნას;;მოსწავლეები დაეუფლებიან მარტივ გამოთვლით ტექნიკას და მის გამოყენებას პრაქტიკაში,ისწავლონ მონაცემების ცხრილებისა და დიაგრამების გამოსახვა კომპიუტერის გამოყენებით,გაუზიარონ შთაბეჭდილება თანატოლებს,ჯგუფებში მუშაობით სწავლობენ ურთიერთპატივისცემას და ურთიერთთანამშრომლობას,

8,პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;საწერი ფურცლები.კალამი.კომპიუტერი.


9.პროექტის მსვლელობა{ძირითადი აქტივობები}:მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მიზანს.დავყოთ ჯგუფებად თითეულ ჯგუფს მიეცემა  2 სათამაშო კამათელი.რომელიც უნდა გააგორონ 50-ჯერ და ადგენენ კამათლებზე მოსული რიცხვების ჯამების დიაგრამას შემდეგნაირად:ყოველი გაგორების შემდეგ  კრიბავენ კამათლებზე მოსულ რიცხვებს და დიაგრამაზე ამ ჯამის შესაბამის რიცხვის გასწვრივ დაამატებენ კვადრატს,{ნიმუშის მიხედვით},მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას და უზიარებენ თავის შედეგებს თანატოლებს,

10,საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მათემატიკა.ისტ.ეროვნული სასწავლო გეგმა,

11,პროექტის ხელმძღვანელი:  მაია მელიქიშვილი
:

12,ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:maiameliqishvilI1967@gmail.com

13,პროექტის ვებ-გვერდ: იmaiameliqishvili,blogspot.com